ვარლამ გოლეთიანი – თბილისის აქციაზე თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა

„არსებობს ინტერესი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით – დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები,” – ამის შეასხებ „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავს, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ და ამას დაასაბუთებენ.

„ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროვებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინასდებიანო, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროვოს.

ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით პირველი და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროვებენ ფინანსებს. ამას ისე გავასაჯაროვებთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა 10 და 5 ლარს რიცხავს ადამიანი, ხვდებით, რომ ეს არის რიგითი ადამიანის ჩარიცხული და არა მსხვილი შემომწირველის?! რაც შეეხება ჩვენს დანახარჯს თბილისის აქციაზე, ჩვენ თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა. რაც შეეხება გეგმებს, ხვალ ვაპირებთ გახმოვანებას გეგმების, ვიწყებთ დამატებით შეზღუდვით პროცესებს კომპანიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.