ირაკლი კობახიძე ლევან ვასაძისა და დუგინის შეხვედრაზე – ბურჯანაძე ეჯდა მთელ ოპოზიციას ოფისში, ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია რეგისტრაციიდან?

ბურჯანაძე ეჯდათ თვეების განმავლობაში ოფისში – ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია რეგისტრაციიდან? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ ლევან ვასაძისა და „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრე დუგინის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა და უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა ჩაიხსნას სამომავლოდ რეგისტრაციიდან ვასაძის პოლიტიკური ძალა მისი ღიად პრორუსულობის გამო.

მისი თქმით, პოლიტიკური პოზიცია სხვა რამეა, ხოლო პოლიტიკური სუბიექტის რეგისტრაციიდან ჩახსნა სხვა რამე.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მათ შორის და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ის, რომ თუ პრორუსული ძალები არჩევნებში ხმების 20 პროცენტზე მეტს იღებდნენ 2013 წელს, ბოლო არჩევნებში მათ, „პატრიოტთა ალიანსმა” და ნინო ბურჯანაძემ მიიღეს 4 პროცენტზე ნაკლები. ეს არის ჩვენი დამსახურება, ჩვენი პოლიტიკის დამსახურება. ამ შემთხვევაშიც საზოგადოება იტყვის საკუთარ სათქმელს და ჩვენი პოზიციაც იქნება ნათელი.

ბურჯანაძე ეჯდა მთელ ოპოზიციას საკუთარ ოფისში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაშინ ჩავხსნათ ყველა რეგისტრაციიდან? ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია რეგისტრაციიდან?

რეგისტრაციიდან ჩახსნა სხვა რამეა, პოლიტიკური პოზიცია სხვა რამე,”- განაცხადა კობახიძემ.