დაპირისპირება ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის
სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჰესის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით დაპირისპირებისას ორი პირი დააკავეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დაკავებული პირები ცდილობდნენ ხალხის დაწყნარებას, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დააკავა.
„სამართალდამცველებმა ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით მოიტაცეს აქციის ორი მონაწილე. ხელების გადაგრეხვით და ბრუტალური მეთოდებით მოიტაცეს ორი მშვიდობიანი ადამიანი, რომელიც პირიქით ხალხის მასის დაწყნარებას ცდილობდა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.