გია გაბრიჭიძე: უკაცრავად, მაგრამ ახლა 2016 წელია, თუ 2011?

გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

-“პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთელის კანდიდატურას უჭერს მხარს.
დავით ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობის სატელიტები გამარჯვებას აანონსებენ.
ყველა ძლიერი საინფორმაციო საშუალება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლდება.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ძალოვან სტრუქტურებში, საარჩევნო კომისიებში და თითქმის ყველა საკვანძო რგოლში მაღალ თანამდებობებზე არიან.
ნაციონალური მოძრაობის რეალური ოპოზიცია ფაქტობრივად ვე აწვდენს თავის ხმას საქართველოს მოსახლეობას.
მმართველ პარტიაში მთავარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ ტოლერანტულად არის განწყობილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და კიდევ ორი მინისტრი ოპოზიციური პარტიის წევრები არიან და თავიანთი განცხადებებით ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოდიან.
უკაცრავად, მაგრამ ახლა 2016 წელია, თუ 2011??

კომენტარის დატოვება