პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ცხრა კანონმდებელი.

ორ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ეკუთვნის, პლენარულ სხდომაზე დღეს მსჯელობა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა პოლიტიკური დებატებიც.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.