„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული რვა პირი გათავისუფლდა, მათი სასამართლო პროცესი გადაიდო

გუმათში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული რვა პირის პროცესი წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში გადაიდო და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

სასამართლო სხდომა 4 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს. მოსამართლემ საქმის განხილვამდე რვავე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გუშინ, საღამოს მოხდა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password