თენგიზ ცერცვაძე „ინდურ შტამზე“: განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა, უბრალოდ უფრო ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები

ინდური შტამის წინააღმდეგ, რამე განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა, უბრალოდ უფრო ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები. დანარჩენს სამედიცინო კლინიკური სექტორი გააკეთებს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„გაძლევთ პირობას, რომ პაციენტები და მოსახლეობა იმას, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვერ იგრძნობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.