„ინდური შტამით“ ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს – ამირან გამყრელიძე

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ინდური შტამით ინფიცირებულმა სამმა პირმა, ქვეყანა უკვე დატოვა.

„ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.