იაგო ხვიჩია – ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით

ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, „გირჩი“ ამას მიესალმება.

„ვფიქრობდი, შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს მოაბამენ-მეთქი. ისე, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.