ანა დოლიძე: გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის და ხალხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და არჩილ თალაკვაძის შემადგენლობისთვის. მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს. ვინც მის შემადგენლობაშია, ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად, ყველა კარგად ვხედავთ. ეს პარტია ამ ეტაპზე წარმოადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები. ხალხს რაც სჭირდება – ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიით, ეს პარტია ვერ იქნება, იმიტომ რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.