გიორგი გახარია – არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები

არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.

მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი. მე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია“, – აღნიშნავს გახარია.