„ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის კეთება თუ არ უნდა, ყვირილი გარეთაც შეეძლო, რა უნდათ პარლამენტში? – ირაკლი ზარქუა

ჩვენთვის დოკუმენტში ბევრი რამ არ იყო მისაღები, მაგრამ თქვეს, რომ თქვენს ქვეყანას სჭირდება ასე, ავდექით და მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან ფიქრობს და საზრდოობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის მოტივი გაუგებარია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი ბოკერია არიან დესტრუქციული, რუსული ინფორმაციის ძალა, რომელიც ყველაფერზე მიდის, რომ ამ ქვეყანაში ქაოსი ააგოროს. ეს არ გამოუვიდათ და ექვსი თვე გვიმტკიცებდნენ, არჩევნები გაყალბდა, პარლამენტში არ შევალთო, ახლა შემოდიან, მაგრამ ხელს არ აწერენ დოკუმენტს, რაც მიშელმა და ევროპამ დაგვიდო. ჩვენთვის დოკუმენტში ბევრი რამ არ იყო მისაღები, მაგრამ თქვეს, რომ თქვენს ქვეყანას სჭირდება ასე, ავდექით და მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან ფიქრობს და საზრდოობს. რა უნდათ პარლამენტში? – საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არ გინდა, თუ ხელს არ აწერ, აბა, ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი – დიახ, ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, დიახ, მოგატყუეთო. მიმართონ თავის ამომრჩეველს, რომელსაც წვიმაში, ქარსა და ავდარში გარეთ დაატარებდნენ და ახლა უთხრან, რომ ხელფასები და თანამდებობები უნდათ და ამიტომ შედიან, სხვა საფუძველი არ აქვთ. ტრიბუნა? ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ? თუ საქმის კეთება არ უნდათ, ყვირილი გარეთაც შეეძლოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password