გადახდილია 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით და დაკმაყოფილებულია ყველა მოსახლე, რომელიც დატბორვის არეალში იმყოფებოდა – „ენკას” დირექტორი

კომპანია „ენკას” დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ამ დროისთვის ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესი არ მიმდინარეობს და კომპანია მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდს ახორციელებს.

„პროექტის შესაბამისად, იტბორება სამი სოფელი, გადახდილია 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით და დაკმაყოფილებულია ყველა ის მოსახლე, რომელიც დატბორვის არეალში იმყოფებოდა, გარდა ერთი ქალბატონისა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაცია შედგება, ეს ქალბატონი თავის საყვარელ ადგილს თავის სამშობლოს დაუთმობს,”- აღნიშნავს კომპანია “ენკას” დირექტორი მერაბ ლომინაძე.

პარალელურად გუმათში პროტესტი გრძელდება.