ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, ეს არის ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება – გიორგი გახარია

ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ბევრ ადამიანს სურს ჭორაობის მოსმენა, მაგრამ ამის გაკეთებას არ აპირებს.

„მე ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო, ასეთი არ იქნება, ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. მესმის რამდენ ადამიანს უნდა რაღაც ჭორაობების მოსმენა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მივიჩნევ, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, – განაცხადა გახარიამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password