სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს ძალზე ღირებული პარტნიორები არიან – ველოდები, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინისითვის ფართო მხარდაჭერის გაგრძელების მზაობას

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა დიდი წარმატებაა, რადგან ღია კარის პოლიტიკამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გავრცელებას ხელი შეუწყო”, – ამის შეასხებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ნატოს კარი ღია რჩება და ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავამტკიცეთ. ჯერ მონტენეგრო, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია მივიღეთ ალიანსში. ვმუშაობთ ასპირანტ სახელმწიფოებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ჩვენი მესიჯია, რომ მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ რეფორმებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ეს სემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საუკეთესო გზაა. ჩვენ განვაგრძობთ ასპირანტი სახელმწიფოებისთვის რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერის გაწევას. ველოდები, რომ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინისითვის ფართო მხარდაჭერის გაგრძელების მზაობას. საქართველო და უკრაინა ნატოს ძალზე ღირებული პარტნიორები არიან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.