საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მოქალაქე თავს გრძნობს კარგად და ასევე, გამოკვლეულია მისი ყველა კონტაქტი.

,,გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ეგრედწოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის. საუბარია B1 351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უკვე არის სრულად განკურნებული. ასევე, გამოკვლეულია კონტაქტები და ყველა მათგანი არის უარყოფითი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს შტამი ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილ ადამიანებს და ხასიათდება მეტი სიმწვავით“. – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.