საქართველო იქნება უფრო ძლიერი, თუ მის პოლიტიკას მხარს დაუჭერს პარლამენტის ყველა პარტია კონსტრუქციული მუშაობის გზით – ჰუბერტ ქნირში

საქართველო იქნება უფრო ძლიერი მსოფლიოში, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის გზით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიწვევით იმყოფებოდა.

„მქონდა პატივი, მესაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე თავმჯდომარე სამხარაძისა და წევრების მოწვევით. განვმარტე გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მონახაზები, მათ შორის ჩვენი ღრმა ჩართულობა მსოფლიოს მულტილატერალიზმში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ძლიერი ურთიერთობებისთვის.

მივიღე უამრავი კითხვა ორმხრივ საკითხებზე და იმ ძლიერ ურთიერთობებზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკურ, აკადემიურ და ურთიერთთანამშომლობის სხვა მრავალ ველზე. დიდი პატივია, წარმოვადგენდე გერმანიას ამ ქვეყანაში და გვაქვს ღრმა და ძლიერი ურთიერთობები. საქართველო იქნება უფრო ძლიერი მსოფლიოში, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის გზით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.