ბანგლადეშის პოლიციამ დააკავა ბრაკონიერი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ და ეჭვმიტანილი იყო 70-მდე გადაშენების პირას მყოფი ბენგალური ვეფხვის მკვლელობაში

ბანგლადეშის პოლიციამ დააკავა ადგილობრივი ბრაკონიერი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ  და ეჭვმიტანილი იყო 70-მდე გადაშენების პირას მყოფი ბენგალური ვეფხვის მკვლელობაში. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ბანგლადეშის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ბრაკონიერი ჰაბიბ ტალუქდერი,  მეტსახელად “ვეფხვი ჰაბიბი” – ტყის გვერდით ცხოვრობდა. ეჭვმიტანილმა ბარკონიერმა მაშინ სცადა გაქცევა, როდესაც ოფიცრებმა მისი საცხოვრებელი ტერიტორიის დარბევა დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, ჰაბიბ ტალუქდერის სანადირო ადგილი სუნდარბანსის  მანგროს ტყის უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა. აღნიშნული ლოკაცია გადაჭიმულია ინდოეთსა და ბანგლადეშ შორის, სადაც ცხოვრობენ ბენგალური ვეფხვები.

ბანგლადეშის სატყეო დეპარტამენტის თანახმად, ბენგალური ვეფხვის მოსახლეობა 2004 წელს 440-მდე შემცირდა, ხოლო  2015 წელს რეკორდულად  დაბალ მაჩვენებელზე – 106-ზე  ჩამოვიდა.