ვისაც სჯერა, დაელოდოს სააკაშვილის დაანონსებულ სიურპრიზებს – გიორგი ვაშაძე

ვისაც სჯერა, დაელოდოს სააკაშვილის დაანონსებულ სიურპრიზებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები მას არ აინტერესებს.

„ვისაც სჯერა, დაელოდოს ამ სიურპრიზებს, ვისაც უნდა მუქარად ჩათვალოს, ვისაც უნდა სიყვარულად. აბსოლუტურად ინდეფერენტული ვარ ყველა მის განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  „შემდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ,”.