რიონის ხეობისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია ჩვენს მიერ- ვარლამ გოლეთიანი

,,ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, რომ  ჩაკეტილია ხეობისკენ მიმავალი ყველა გზა, საიდანაც კომპანია ,,ენკა“ შესაძლებელია მოხვდეს რიონის ხეობაში.

,,გადაკეტილია ყველა შესაძლო გზა, საიდანაც კომპანია ,,ენკა“ შესაძლებელია მოხვდეს რიონის ხეობაში. გადანაწილებულია ჩვენი ადამიანური რესურსი სხვადასხვა ლოკაციაზე. გარდა ამისა, გვინდა, რომ მივუახლოვდეთ და პროტესტმა გადაინაცვლოს სამშენებლო უბნებთან უფრო ახლოს.

ხალხში არსებობს გაცნობიერებული მხარდაჭერა ამ ბრძოლის ირგვლივ. ვხედავთ, რომ მოდიან ადამიანები ყოველდღიურად რიონის ხეობაში, გვიჭერენ მხარს. თითქოს სამსახურია მათთვის აქ მოსვლა ყოველ საღამოს, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ამ პროცესში გამარჯვება დამოკიდებულია ასეთ გრძელვადიან, დაგეგმილ და მშვიდობიან აქციებზე.“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.