ჯანმოს დირექტორი: დიდი შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ პანდემიის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ – კორონავირუსი კვლავ ძალზე რეალური საფრთხეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

„კორონავირუსი კვლავ ძალზე რეალური საფრთხეა.

რეალობა ის არის, რომ ამ პანდემიის დასასრულებლად ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი.

გვიხარია, რომ გლობალური მასშტაბით შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის ფიქრი, რომ კორონავირუსის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.