გიორგი ვაშაძე ირაკლი ზარქუას: 9 გაუნათლებელი რაღაც თქვი ერთ გამოსვლაში, ხელშეკრულება კი არა წიგნი  წაიკითხე – „თხა და გიგო“ და მერე მელაპარაკე“

9 გაუნათლებელი რაღაც თქვი ერთ გამოსვლაში. ხელშეკრულება კი არა წიგნი  წაიკითხე – „თხა და გიგო“ და მერე მელაპარაკე“, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ზარქუას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ. ვაშაძესა და ზარქუას შორის დაპირისპირება საპენსიო საკითხის განხილვას მოჰყვა.

„ჩაგირთავთ აუდიო ჩანაწერს, სადაც ჯანდაცვის სამინისტროში რეკავს პენსიონერი იმაზე, გადააქვს თუ არა პენსია სხვაგან, მერე „ლიბერთიში“ რეკავს და ისიც უარს ეუბნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ზარქუამ ვაშაძის მისამართით განაცხადა, რომ „იაფფასიანი პოპულიზმითაა დაკავებული, მეტი არაფერი“ და ასევე მიმართა ვაშაძეს, რომ ხელშეკრულება წაეკითხა.

„არცერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ, საიდუმლოაო და ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უბრალოდ უნამუსოები ხართ. მოისმინე კითხვა და დააცადე პასუხი. ბოლოს და ბოლოს, მართლა გაჩუმდი, რა. ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი. 9 გაუნათლებელი რაღაც თქვი ერთ გამოსვლაში. ხელშეკრულება კი არა წიგნი  წაიკითხე – „თხა და გიგო“ და მერე მელაპარაკე“, – მიმართა ვაშაძემ ზარქუას.