ისრაელის პარლამენტმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია

ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მის კანდიდატურას 120-წევრიანი ქნესეთის 87-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Tims of israel ავრცელებს.

ჰერცოგი იქნება ისრაელის მე-11 პრეზიდენტი. ის აღნიშნულ თანამდებობაზე რუვენ რივლინს შეცვლის, რომლის პრეზიდენტობის ვადა 9 ივლისს იწურება.

ისააკ ჰერცოგი 2013-2017 წლებში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო. ამჟამად კი ებრაულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.