გიორგი გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის შემცველი წერილი – ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა. მისივე თქმით საქართველოში დამოუკიდებელი პროკურატურს არსებობის შემთხვევაში, დადგინდებოდა ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე.

„ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.