სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„პირველი გაჩერება სოფელ ზემო ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან. სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ რობ პორტმანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით „ბორდერიზაციის“ ისეთ საქმიანობაზე ფოკუსირებით, როგორიცაა მავთულხლართები, სადამკვირვებლო პოსტების, სადაზვერვო აღჭურვილობისა და „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟი“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.