დენის შმიგალი – დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.

მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები პირველ რიგში ემყარება უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password