ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას და დაწესებულებაში – არჩილ თალაკვაძე

ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას და დაწესებულებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, სჯერა, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, როდესაც საკითხი ბავშვებზე ზრუნვას ეხება.

„ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას და დაწესებულებაში – საქართველოში ყველა ბავშვს იცავს კანონი. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ჩართულობით და საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ბავშვებზე ზრუნვას ეხება“, – განაცხადა თალაკვაძემ.