გიორგი ვაშაძე – სენატორებმა გვითხრეს, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესში

სენატორებმა გვითხრეს, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით

„სასამართლო რეფორმა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისათვის, მივიღეთ პირდაპირი გზავნილი, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ამ კუთხით. ასევე, ოპოზიციამ დავაყენეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხი, რომ ისევ გავხსნათ დისკუსია ამერიკასთან. ეს ქართული ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე საკითხი იყო ნატო-ში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატო-ს სამიტზე. ნამდვილად ვერ ვხვდები რა გააფუჭა საქართველოს მთავრობამ ასეთი, თუმცა ჩვენ ვთხოვეთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დავაბრუნოთ საქართველო ნატო-ს ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ კუთხით.

შარლ მიშლის დოკუმენტი მათთვის არის პირველი გზამკვლევი საქართველოს შეფასების კუთხით, ყველა დეტალი იციან ზეპირად. მე თვითონ გამიკვირდა როგორ იცოდნენ ყველა პუნქტი და ყველა შესაფერისი ნაწილი. სენატორებმა გვითხრეს, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.