არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებდნენ – მას წერილთან დაკავშირებული განცხადება მგონია, რომ წამოსცდა

„ბადრი ჯაფარიძე ადამიანები ძალიან დიდი ხანია გამოძიების გაჭიანურებაზე ლაპარაკობენ, სამი წელი გავიდა, თუ არ ვცდები, ამ წერილის საქმიდან. თუმცა, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები რომ იქ არ არის ეს, ექსპერტიზით დასტურდება,” – ამის შეასხებ პარტია „საქართველოსთვის“  წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა  ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შუამავლი ის არის.

ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბადრი ჯაფირიძეს ეს განცხადება „წამოსცდა“ და მან ამით უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი თანაგუნდელი მამუკა ხაზარაძე ჩააყენა.

„რა გააკეთა ბარდი ჯაფარიძემ გუშინწინ? სამი წლის წინ ეს ადამიანები შუამავალს არ ასახელებდნენ. მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა და იქ თქვა, რომ შუამავალს არ დაასახელებდა. მაშინ ბადრი ჯაფარიძემ ეს პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ შუამავალი არ იყო და განაცხადა, რომ საერთოდ არასერიოზული იყო ამაზე საუბარი. დღეს, სამი წლის თავზე, ბადრი ჯაფარიძე გვეუბნება, რომ თურმე ის იყო შუამავალი, რომელმაც ეს წერილი ადრესატამდე მიიტანა. როდის ცრუობდა ბადრი ჯაფარიძე, მაშინ თუ ახლა და რატომ დუმდა 3 წელი, როცა ხელისუფლებას გაჭიანურებაში ადანაშულებდა? არასერიოზულია ეს ყველაფერი და უფრო მეტსაც ვიტყვი, მე მგონია, რომ წამოსცდა, იმიტომ, რომ სერიოზულად, ადვოკატთან კონსულტაცია რომ გაევლო, მას ეს არ წამოსცდებოდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მისი პარტის წევრი და ლიდერი, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა მაგისტრ მოსამართლეს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და ამ არასერიოზულ განცხადებას სერიოზულად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებენ. გიორგი გახარიას საგამოძიებო ორგანოებში მისვლის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ახლა ექნება. მაგრამ რატომღაც, „ქართული ოცნების“ ბოლო დღეების უკიდურესად აგრესიული კამპანია, უკიდურესად აგრესიული ნაბიჯები და თავდასხმები პარტიაზე „საქართველოსთვის“და ბადრი ჯაფარიძის ეს განცხადება, მგონია რომ კავშირშია.

რა საკვირველია არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებდნენ თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი ბოლო დღეების განმავლობაში,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.