ამირან გამყრელიძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები, რომლებიც ენგურის ხიდზე გადმოდიან, დღეს უფრო აქტიურად აპირებენ კორონავირუსის ვაქცინით აცრას

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები, რომლებიც ენგურის ხიდზე გადმოდიან, დღეს უფრო აქტიურად აპირებენ კორონავირუსის ვაქცინით აცრას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოახერხებს ონლაინ რეგისტრაციას, შეიქმნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც მათი ვაქცინაცია მოხდება.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ენგურის ხიდი გადმოლახა 11 000-მა ადამიანმა. ყველას ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც 44 ინფიცირება დადგინდა. აიცრა სულ ერთეული. ვინც გადმოდის, ყველას სთავაზობენ აცრას. თავიდან უფრო თავშეკავებულები იყვნენ, დღეს უფრო აქტიურად აპირებენ აცრებს. მათთვის ხელმისაწვდომია ყველა ის ვაქცინა, რომელიც ადმინისტრირდება ქვეყანაში. ვინც ონლაინ ვერ რეგისტრირდება, იქნება ეს ადამიანი გალიდან თუ აფხაზეთის სხვა რაიონიდან, მათთვის იქნება ვირტუალური კაბინეტები. ამაზე გვქონდა მერებთან დღეს საუბარი. არავითარი წინასწარი ჩაწერა მათ არ სჭირდებათ. შეუძლიათ, მივიდნენ რუხის კლინიკაში, ცენტრალურ რეფერალურ საავადმყოფოში, პოლიკლინიკაში და მათ აცრიან ვირტუალურ კაბინეტებში.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს სერიოზული დიალოგი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად მონაწილეობს პროცესში. ის მთავარი ღერძი, რომელიც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გვაკავშირებს, არის მედიცინა და ჯანდაცვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფხაზეთში ჩვენს თანამემამულეებს აწვდის ბავშვების ვაქცინებს, შიდსის წამლებს, ტუბერკულოზის წამლებს, მთელ რიგ ტესტებს, ასევე შევთავაზეთ კოვიდვაქცინა. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი ღერძია და ძაფი, რაც ჩვენ გვაკავშირებს მათთან, კიდევ უფრო ფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password