საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა აბაშიძის განცხადებით, 5 ივნისს 17:00 საათზე, მოსამართლე ივანე ღლონტი სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში და განჩინებაში მიუთითა, რომ:

„სასამართლო მიიჩნევს, იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, შეექმნას საფრთხე. ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის თავად პანსიონში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა“.

კერძოდ, მოსამართლე ივანე ღლონტმა დაადგინა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.

„განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვრა 10 დღე და განემარტა, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე. განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარისთვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს დროებით განჩინებაში.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ გუშინ მიმართა საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა აღსაზრდელის გაყვანის შესახებ