კორონავირუსი, დაახლოებით, 6 თვეში მორჩება, სექტემბერში ერთ კუდს მოიქნევს და დამთავრდება – გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსი ექვს თვეში დასრულდება. ამის შესხებ მან „ფეისბუქზე” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან.

კორონავირუსი, დაახლოებით, 6 თვეში მორჩება, სექტემბერში ერთ კუდს მოიქნევს და დამთავრდება, მაგრამ შემდეგ ჩვენ უნდა ავამუშაოთ დაპაუზებული ქვეყანა, რასაც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არაანგაჟირებული პროფესიონალები სჭირდება!

ასეთი პროფესიონალები საქართველოში ბევრნი არიან. ასევე ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი კარგი კლინიკა, დღეს რამდენიმეს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.