ნათია თურნავა – განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა

განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის სემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა საკმაოდ რთულ, დინამიკურ მომენტში მოხდა, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სახელისუფლებო გუნდს და პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

„როგორც ჩანს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია მის სახელს იყენებს, თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონ ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა – ღალატის ტოლფას საქციელად.

ძალიან მნიშვნელოვანია რა მომენტში მოხდა გადადგომა. მოხდა საკმაოდ რთულ, დინამიკურ მომენტში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა თურნავამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password