ფილიპ რიკერი – მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, ვაფასებთ მათ, ვინც სიცოცხლე დაკარგეს ამ ბრძოლაში

მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ბლინკელნის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართველი ჯარისკაცები მამაცად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ ბრძოლაში გლობალური უსაფრთხოების და სიმშვიდის მისაღწევად. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინეტგრაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი“, – განაცხადა რიკერმა.