ფილიპ რიკერი – ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ საქმიანობა მიუკერძოებლად, დასვან შეკითხვები, ხოლო მთავრობის მოვალეობაა, პასუხი გასცენ კითხვებს

ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ საკუთარი საქმიანობა მიუკერძოებლად და დასვან შეკითხვები, ხოლო მთავრობის მოვალეობაა, პასუხი გასცენ ამ კითხვებს, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხებზე ყურადღებას მომავალშიც გაამახვილებენ.

„დღევანდელი ჩემი შეხვედრები დაიწყო მედიაწარმომადგენლებთან, ასევე ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში. რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და თავისუფალი მედია გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ საკუთარი საქმიანობა მიუკერძოებლად და დასვან შეკითხვები, ხოლო მთავრობის მოვალეობაა, პასუხი გასცენ ამ კითხვებს. მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებებს ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას და არის მათთვის პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება თავისუფალი პრესა, მოსაზრება, გამოთქმა თავისუფლად, რადგანაც მედია გახლავთ დემოკრატიის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას. ასევე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.