პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები, იღებენ რა ხდება ეზოში – მეუფე ნიკოლოზი

პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ ეზოში რა ხდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პოლიციას მიმართავს თხოვნით, რომ შენობის დაცვა მოხდეს.

„მოვუწოდებ სამართალდამცველებს გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება გამოძიება. მე ეპარქიის მმართველი ვარ, ჩემს ეპარქიაში ხდება ეს. მე, როგორც ეპარქიის მმართველი, არ ვიცი სისხლის სამართლის დანაშაული ეს თავისებური სპეციფიური მოქმედებაა, რომელსაც სპეციფიური კვლევა სჭირდება. მოვუწოდებ სამართალდამცველებს გამოიძიონ და პასუხები მათ გაგცენ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ არანაირი დასჯის მეთოდები არ ყოფილა, ახლა ინფორმაცის ველოდები შსს-სგან. პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ ეზოში რა ხდება. მე პოლიციას მივმართე თხოვნით გააბან რკინის ღობე ან რამე ლენტი, დადგეს პატრულის მანქანა და დაიცვას წესრიგი. ჩივილს არ ვაპირებ, მათ შორის არც პოლიციისთვის, მაგრამ მოგმართავთ საზოგადოებას, ხელისუფლებას, რა გავაკეთოთ? ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ეკლესიამ, მეუფე სპირიდონი არ არის ამ წუთას ადგილზე, გაემგზავრა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სტრესის გარეშე, ჟურნალისტების მიერ შექმნილი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე სოცმუშაკებმა და ბავშვებმა იმუშაონ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.