საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 510 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვლილთა რაოდენობა კი არის 17 .
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 გამოჯანმრთელდა, 4 951 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 178 738 , დღიურად კი 5 455 ადამიანი.