ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენს ქვეყანაში ყველა ორჯერადად აცრილი და კოვიდით დაავადებული ადამიანის იდენტიფიცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ორჯერადად ვაქცინირებული და დაავადებული ადამიანების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის ვარიანტების ცირკულირების შესახებ სრული ინფორმაციის ქონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებული 110 მილიონი ადამიანიდან COVID-19 განუვითარდა 10 262 ადამიანს. 27% იყო ასიმპტომური, 10% იყო ჰოსპიტალიზებული, 160 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთი ინფექციის 64% გამოწვეული იყო B.1.1.7 (ალფა) ვარიანტით. ჩვენს ქვეყანაში ყველა ორჯერადად აცრილი და კოვიდით დაავადებული ადამიანის იდენტიფიცირება და მათი დიდი ნაწილის გენომური სექვენირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სრული მეთვალყურეობა არსებობდეს „შემაშფოთებელი“ ვარიანტების ცირკულირების შესახებ“, – აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი