სიახლე – დაფუძნდა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი

დაფუძნდა  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა უფლებადამცველი,  ადვოკატი გიორგი თევზაძე

საქართველოს ადვოკატთა კორპუსის  მიერ დაფუძნებული იქნა და რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, რომელიც დაფუძნებული იქნა პროფესიული ნიშნით და აერთიანებს საქართველოს ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მაშტაბით. პროფკავშირი დაფუძნებული იქნა  ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ადვოკატის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და  საზოგადოებაში ადვოკატის როლისა და იმიჯის ამაღლების მიზნით.

ადვოკატთა პროფკავშირი გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიულ საკითხებზე  სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორართან და საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისა და ინპლემენტაციისათვის. ადვოკატთა პროფკავშირი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს  თემატურ შეხვედრებს საადვოკატო პრაქტიკის, აგრეთვე საერთაშორისო დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის განზოგადების მიზნით, ასევე ოპერატიულად დაიცვას და აღკვეთოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისას ხელშეშლის ფაქტები. ადვოკატთა პროფკავშირის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და საქმაინობის მიმართულებას წარმოადგენს პროფკავშირის წევრი ადვოკატების  სოციალური  უზრუნველყოფა, რომლის მიმართ ადვოკატთა ინტერესი საკმაოდ მზარდია.

ადვოკატთა დამფუძნებელი კონფერენციის მიერ  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარედ ერთახმად იქნა არჩეული უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი თევზაძე და გამგეობა ცხრა პირის შემადგენლობით,  ზაზა ხატიაშვილის, მამუკა ნოზაძის, ზურაბ როსტიაშვილის, ელზა ლეშკაშელის, ლიანა მასიკაშვილის, ელგუჯა ჩხაიძის, ელგუჯა მირველაშვილის, მამუკა ტივიშვილის შემადგენლობით.

ადვოკატთა დამოუკიდებელი  პოფკავშირის სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება, და საერთაშოპრისო ინსტიტუტები.

ადვოკატთა პროფკავშირის შექმნის, ფუნქციურ სტრუქტურებს, პრესცენტრს, რეგიონულ წარმომადგენლობებს, და გააძლიერებს მათ საქმიანობას, ასევე სწორი და ოპერატიული კომუნიკაციისთვის შეიქმნება წარმომადგენლობები სხვადასხვა სახელმწიფო  უწყებებში, რომელთა საქმიანობა შემხებლობაშია ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობასთან.

ადვოკატთა პროფკავშირი ასევე გეგმავს თანამშრომლკობას  ყველა იმ უბიექტთან, რომელთათვისაც  მნიშვნელოვანია ადვოკატის თავისუფალი პროფესიის განვითარება და ადვოკატის საზოგადოებრივი იმიჯის ამაღლება და ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა.

 

კომენტარის დატოვება