თამარ გაბუნია: „მ​სოფლიო ბანკისგან“ მივიღებთ დამატებით დაფინანსებას, 90 %-ზე მეტი მოხმარდება ვაქცინების შესყიდვას

„მ​სოფლიო ბანკისგან“ მივიღებთ დამატებით დაფინანსებას, რაც კონკრეტულად ვაქცინების შესყიდვისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „მსოფლიო ბანკის“ მიერ დამატებით გამოყოფილი თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას.

„მ​სოფლიო ბანკისგან“ მივიღებთ დამატებით დაფინანსებას, რაც კონკრეტულად ვაქცინების შესყიდვისკენ იქნება მიმართული. ამ შემთხვევაში თანხის უდიდესი ნაწილი, 90 %-ზე მეტი მოხმარდება უშუალოდ ვაქცინების შესყიდვას. თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, დამატებით შპრიცებისა და დამხმარე საშუალებების შეძენას, რაც აუცილებელია ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.