კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი

ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, იყო ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.

„ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარაის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუშინ, ეს იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება, არ არის ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.