გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამზადებულია 32 პუფი

პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტში ვინც შევა, ის იქნება პუფი. როგორც ჩანს, მათთვის გამზადებულია 32 პუფი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, ის პარლამენტში ცარიელი ხელებით შედის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ცვლის თავის სტილს. პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტში ვინც შევა, ის იქნება პუფი. როგორც ჩანს, მათთვის გამზადებულია 32 პუფი. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად ცარიელი ხელებით შემოდის შენობაში და არა საპარლამენტო ცხოვრებაში, ისინი არ აწერენ ხელს საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ძალიან ბევრი რეფორმა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.