თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შეიქმნება დიდი ამცრელი სივრცეები – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ესპო ჯორჯიასთან“, ჰუალინგის ცენტრთან, სპორტულ დაწესებულებებთან და მოლებთან, რათა ივლისიდან ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მისივე თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა, რათა ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით.

„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენაბასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.