თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის საკითხზე გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიღებენ

ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უნდა დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

აღნიშნულით გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ განიხილება ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ კუთხით კვლავ სიფრთხილეა საჭირო.

„ამასთან ერთად, როგორც ვხედავთ, ვაქცინირებულთა რაოდენობაც იმატებს. ეს ბალანსი მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რამდენად გვექნება ამისი რესურსი. ჯერჯერობით, ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ახალი შემთხვევების კლება სტაბილური უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.