ნიკა მელია – „ქართული ოცნება” გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ, ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს

“ქართული ოცნება” უახლოეს დღეებში ყველაფერს გაიგებს – მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, პარტიის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„გაიგებთ ყველაფერს, მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას. “ქართული ოცნება” გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ და უახლოეს დღეებში. ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, ყველაფერს გაიგებთ. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“,-აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.