ნიკა მაჭუტაძე – ვაპირებ, ვიყო პარლამენტის წევრი, იქნება შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან

ვაპირებ, ვიყო პარლამენტის წევრი ისე, როგორც სავალდებულოა. ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

„ვაპირებ, ვიყო პარლამენტის წევრი ისე, როგორც ეს არის სავალდებულო. ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან, რომელსაც ჰქვია დღევანდელი ყოფა და მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოსი და მისი დემოკრატიის. ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტს ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს საშულებას, რომ ქვეყანაში მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება კონკურენტუნარიან და კონსისტუციურად, დემოკრატიულად გამართულ გარემოში“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.