ნუ შეგეშინდებათ ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მოდით სასამართლოში და ერთად შევაჩეროთ ის პრობლემები, რაც თქვენ გაქვთ – ალექსანდრე კობაიძე

,,პროგრესულმა საქართველომ“ წამოვიწყეთ კამპანია, სადაც პანდემიიდან გამომდინარე შეგვაქვს სარჩელები და უანგაროდ ვეხმარებით ხალხს, რის საფუძველზეც ვაჩერებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ პირობებს, სადაც ვალდებულება ეკისრება მოქალაქეს სამართლებრივად და ფინანსურად. – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს“ ლიდერმა, ალექსანდრე კობაიძემ ,,ჯიემთივისთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში მიღებული პრაქტიკაა ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე ყოველგვარი პროცენტის და ვალის შეჩერება.

,,სამწუხაროდ, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კვლავ განაგრძობენ ხალხის დატერორებას. ახორციელებენ ყველანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტერორს, რომ როგორმე ის ფინანსური ვალდებულებები გადაახდევინოn, რაც ჩვენს მოქალაქეებს აკისრიათ.

მოგეხსენებათ, ,,პროგრესულმა საქართველომ“ წამოვიწყეთ კამაპანია, სადაც პანდემიიდან გამომდინარე შეგვაქვს სარჩელები და უანგაროდ ვეხმარებით ხალხს, რის საფუძველზეც ვაჩერებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ პირობებს, სადაც ვალდებულება ეკისრება მოქალაქეს სამართლებრივად და ფინანსურად. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადასახდელი გაქვს პროცენტი და პირგასამტეხლო, შენ შეგიძლია მიმართო ბანკს და პანდემიიდან გამომდინარე, ფორსმაჟორის გამოყენებით, მოითხოვო პროცენტის და პირგასამტეხლოს შეჩერება.

დღეს ჩვენ შევიტანეთ ერთ-ერთი მსგავსი დაზარალებულის სარჩელი, ,,თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ. ჩვენი სასარჩევლო მოთხოვნა იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე., ვალდებულების შესრულება გადავადდეს სამთავრობო ხელშეკურლების სრულ გაუქმედბამდე. ჩვენ ვხელმძღვანელობთ 2009 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით : ,,ფორსმაჟორი ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულლებას, ამდენად ფორსმაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას“.

შესაბამისად, ის სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ვალი, პროცენტი თუ პირგასამტეხლო უნდა შეჩერდეს. ჩვენ უკვე შევიტანეთ უამრავი სარჩელი და სასამართლო ითვალისწინებს ამ პანდემიურ, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგოარეობას. ნუ შეგეშინდებათ ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მოდით სასამართლოში და ერთად შევაჩეროთ ის პრობლემები რაც თქვენ გაქვთ,“ – აღნიშნავს ალექსანდრე კობაიძე.