ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შემდეგ პუტინი და ერდოღანი პირველ სატალეფონო საუბარს გამართავენ

29 ივნისს დაგეგმილია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რაც უკვე დაახლოებით 7 თვეა აღარ შემდგარა. რუსული მხარე სარწმუნოდ მიიჩნევს თურქეთის ხელმძღვანელობის მოსაზრებას, რომ ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“. ოფიციალური მოსკოვი ვარაუდობს, რომ ტერაქტი რუსეთსა და თურქეთს ასევე თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული და ეს თურქეთის ხელისუფლების გაფრთხილებაა.

-„ტერაქტი არ  დააშორებს ორი ქვეყნის ლიდერს ერთმანეთთან, პირიქით, ხელს შეუწყობს მათ შორის დიალოგის გაგრძელებას. დღეს რუსუ ხალხი სოლიდარობას უწევს თურქ ხალხს და სამძიმარს უცხადებს მათ“-განაცხადა საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 147 კი მძიმედ დაშავებულია.

3 2

კომენტარის დატოვება