მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია დაინტერესებულია ისეთი სურათის შექმნით, რომლითაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეეძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი გახარია დაინტერესებულია, შექმნას ისეთი სურათი, რომლითაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას შეძლებს.

„ახლა ხომ გასაგებია, რომ ბატონი გიორგი ამ შემთხვევაში უკვე დაინტერესებულია, ვითარება წარმოაჩინოს იმგვარად და შექმნას ისეთი სურათი, რომლითაც შეძლებს პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ნამდვილად აღარ არის დამაჯერებელი ამ სიტუაციაში, მაგრამ ისმის ყველაზე მთავარი კითხვა – თუ ის ამ პრობლემებს ამჩნევდა და ხედავდა, როცა მთავარი ხელისუფალი იყო, შეიძლება კი სანდო იყოს ახლა ასეთი განმარტებები? მე მგონი, არა. ვფიქრობ, ეს სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.