მამუკა მდინარაძე გახარიაზე – როცა ამბობს, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე და კურდღლებივით გაიქცნენო, ზვიად ძიძიგურის მაშინდელ კაბინეტში იმდენი ხალხი იყო, თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მცდარია პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადება, რომ მან 20 ივნისს პარლამენტში უმრავლესობის წევრები ვერ ნახა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, 20 ივნისს ზვიად ძიძიგურის კაბინეტი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო.

„ყველა ჟურნალისტი ხართ იმის მოწმე, ვინ იყო და ვინ არა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე და კურდღლებივით გაიქცნენო, ზვიად ძიძიგურის მაშინდელი კაბინეტი უმრავლესობის დეპუტატებით იყო სავსე. იმდენი ხალხი იყო, თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა. ეს ჩემი აზრით, დიაგნოზია იმ „ვორდინგის“ და ინტერვიუს შესაფასებლად, რაც გუშინ მან ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან შემოგვთავაზა“,-აღნიშნავს მდინარაძე.